1. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი, სამსახური თუ ორგანო ვალდებულია, წელიწადში ერთხელ მაინც, ანგარიშით წარსდგეს საკრებულოს წინაშე.

2. საკრებულოს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, მოსთხოვოს მის წინაშე ანგარიშვალდებულ პირს, სამსახურსა თუ ორგანოს რიგგარეშე (არაგეგმური) ანგარიშის ჩაბარება.

3. ანგარიშის მოსმენისას მომხსენებელმა, მის მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შეუსრულებელი ან არასათანადოდ შესრულებული ვალდებულებების შესახებ, მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ და მომდევნო საანგარიშგებო პერიოდში, გასათვალისწინებელი ღონისძიებების შესახებ.

4. ანგარიშის მოსმენა არის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის დამოუკიდებელი საკითხი, რომელიც საკრებულოში წარედგინება, განიხილება, ფასდება და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება, დღის წესრიგის საკითხის განხილვის ჩვეულებრივი წესით. მასზე ვრცელდება საჯაროობის ყველა ის მოთხოვნა, რაც საკრებულოს რეგლამენტით არის დადგენილი დღის წესრიგის საკითხებისთვი