1. ანგარიშგება მერიაში ხორციელდება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებისას ან უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადებში წერილობითი ანგარიშის წარდგენით.
2. წერილობითი ანგარიში უნდა შედგეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული დარგობრივი ტაბელის" მოთხოვნათა შესაბამისად.
3. მერიის საანგარიშგებო პერიოდებია - 6 თვე და ერთი წელი. მუნიციპალური სამსახურის, სამსახურის განყოფილების და მერის წარმომადგენლის საანგარიშგებო პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი და წელიწადი. მუნიციპალური სამსახურის მოხელის საანგარიშგებო პერიოდია ერთი თვე.
4. ანგარიშის წარდგენა ხორციელდება შემდეგ ვადებში:
ა) მერიის ანგარიში საკრებულოს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან საკრებულოს მოთხოვნიდან არა უგვიანეს 2 კვირის ვადაში;
ბ)სამსახურის ანგარიში მერს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან მერის მოთხოვნიდან არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში;
გ) განყოფილების ანგარიში სამსახურის უფროსს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ან მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში;
დ) მერიის სამსახურის მოხელის ყოველთვიური ანგარიში ზემდგომ თანამდებობის პირს წარედეგინება ყოველი მომდევნო თვის პირველ პარასკევს, აგრეთვე თუ ამას წერილობითი დავალება ითვალისწინებს, დავალების შესრულებისთანავე, თუ დავალებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.
5. თუ ანგარიშში მითითებული სამუშაო უკავშირდება მუნიციპალიტეტის სახსრების მიღება-გამოყენებას, მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს საფინანსო ან სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიღება- გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო ანგარიში).
6. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს შესრულებული სამუშაოს და გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.
7. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი და პროცედურა განსაზღვრულია ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 14.11.2025
მუხლი 34. ანგარიშგება
თავი VI — მერიის მუშაობის ორგანიზაცია
მთავარი მონაცემები
- ვადა 2 კვირის ვადაში
- ვადა ერთი კვირის ვადაში
- ვადა 2 დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 28. მერიის ადმინისტრაციული წარმოების ვადები
- მუხლი 29. მერიის დოკუმენტები და მათი გაფორმების სტანდარტები
- მუხლი 30. მერიის საქმისწარმოების ინსტრუქცია
- მუხლი 31. მერიის შინაგანაწესი
- მუხლი 32. მერიის, მუნიციპალური სამსახურის სამუშაო გეგმები
- მუხლი 33. მოხელის სამუშაო გეგმა
- მუხლი 35. საქმიანობის შეფასება
- მუხლი 36. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა მერიის საქმიანობაში
- მუხლი 37. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები
- მუხლი 38. მერიის თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება
- მუხლი 39. მერიის რეორგანიზაცია
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 34, №29, 24.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.149.016330 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3864893/muxli-34/