1. მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის", მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილია:
ა) მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
ბ) მოქალაქეთა ინფორმირებულობა მერიის საქმიანობის შესახებ;
გ) მოქალაქეთა მონაწილეობა მერის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
დ) გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა;
ე) ლობისტური საქმიანობა.
2. ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით" განსაზღვრული წესით მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი).
3. კასპის მუნიციპალიტეტი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ან/და საჯაროდ გამოაცხადოს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლით გათვალისწინებული მერის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების შესაბამისად, ამავე კანონის 851 მუხლით განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია.