„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№191/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.017443
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №191/ნ

2017 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში (სსმ, № 163, 14/12/2010) და ბრძანების მე-4 პუნქტით დამტკიცებული „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალში“ (დანართი №4) ამოღებულ იქნეს შემდეგი პროფესიული სპეციალიზაციები:

1.020355 – ბორტგამყოლი/გამცილებელი;

2. 070853 – პრეპარატორი;

3. 070854 – ექსპონატების გადამტანი;

4. 080369 – ვიზაჟისტი (დეკორატიული კოსმეტოლოგია);

5.112061 – დასუფთავების სამსახურის სპეციალისტი;

6. 080352 – სანახაობრივ ღონისძიებათა დიზაინერი;

7. 080375 – ავეჯის დიზაინის კონსტრუირების სპეციალისტი;

8. 040155 – პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგიების დეველოპერი;

9. 040351 – ბიოსამედიცინო აპარატურის ტექნიკოსი;

10. 040751 – მძღოლ-ექსპედიტორი;

11. 040758 – შტურმანი;

12. 040759 – ბორტინჟინერი (ბორტმექანიკოსი, ბორტოპერატორი);

13. 040760 – ბორტრადისტი;

14. 040761 – რადიონავიგაციის ტექნიკოსი;

15. 010354 – თევზის მომშენებელი;

16. 040857 – საფრენი აპარატების წარმოების ავიატექნიკოსი;

17. 040858 – საპარაშუტო და ავარიული სამაშველო საშუალებების ავიატექნიკოსი;

18. 040859 – საავიაციო შეიარაღების ავიატექნიკოსი;

19.041055 – მინისებრი და კერამიკული დანაფარებით მასალების დეკორატიული გაფორმების სპეციალისტი;

20. 041056 – პლასტმასის ჩამომსხმელი;

21.041152 – მეღუმელე;

22. 041268 – სამსხმელო შენადნობების მდნობელი;

23. 041454 – ღია სამთო სამუშაოების სპეციალისტი;

24. 041457 – საბურღი ხსნარების სპეციალისტი;

25. 041555 – აგრომოწყობილობების ელექტრიკოსი;

26. 041661 – აეროპორტების მექანიზაციისა და ავტომატიზაციის საშუალებათა მომსახურების ავიატექნიკოსი;

27. 080456 – დრამის რეჟისორ-რეპეტიტორი;

28. 041464 – წმენდითი სამუშაოების ტექნიკოსი;

29. 030251 –   აღმზრდელი (ბაგა-ბაღი);

30. 041153 – ფერადი ლითონების გადამმუშავებელი;

31. 040953 – ხე-ტყის დამზადება-დამუშავების საწარმოთა ტექნიკოსი;

32. 060451 – კრიმინალისტი (ფოტოდაქტილოსკოპისტი).

მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლის „1“-„31“ ქვეპუნქტები ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
ამ ბრძანების პირველი მუხლის „32“ ქვეპუნქტი ძალაში შევიდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი