შპს ,,ცაგერის N16 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო - ს“ კრედიტორთა კრების გადადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1938
საოქმო განჩინება
(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)
2017 წლის 7 ნოემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი: ეკატერინე აბესაძე
2. მეურვე – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ირაკლი წიკლაური;
2. მოვალე – შპს ,,ცაგერის №16 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო“ წარმომადგენელი სერგო ჭონქაძე;
3. კრედიტორები – სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მადონა გეწაძე, გოგი მეშველიანი.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ცაგერის №16 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2017 წლის 15 დეკემბერს , 14:00 საათზე , შემდეგი დღის წესრიგით:
ა) გაკოტრების მმართველის არჩევა და გაკოტრების რეჟიმზე გადასვლის საკითხის განხილვა.
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge .
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი,კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
კრების თავმჯდომარე გენადი მაკარიძე
კრების მდივანი ეკატერინე აბესაძე