1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი უზურუნველყოფს პეტიციის გამოქვეყნებას პროაქტიულად, როგორც ელექტრონული ასევე ბეჭდური ფორმით, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.
2. პეტიცია ქვეყნდება ბეჭდური ფორმით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გამოყოფილ განცხადებების დაფაზე და დასახლებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ელექტრონული ფორმით პეტიცია ქვეყნდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით ან/და მის მართვაში არსებულ სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში