„ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 აგვისტოს №400 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№517
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.020224
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №517

2017 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 აგვისტოს №400 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე­-20 მუხლის მე-­4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 აგვისტოს №400 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/08/2017, 300160070.10.003.020109) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება“ (შემდგომში – სატრანსპორტო საშუალება) – ნებისმიერი სახის M2, M3, N2 ან N3 კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გათვალისწინებულია გზებზე გამოსაყენებლად, აქვს მინიმუმ ოთხი თვალი და 25 კმ/სთ-ზე მაღალი მაქსიმალური საანგარიშო სიჩქარე. M2, M3, N2 ან N3 კატეგორიები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ შესაბამისად;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სატრანსპორტო საშუალებებზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის პერიოდული ინსპექტირება ტარდება აკრედიტებული სახელოსნოების მიერ, სულ ცოტა, ორ წელიწადში ერთხელ. რეკომენდებულია მათი ჩატარება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) შემოწმებასთან ან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან ერთად. შემოწმება ხორციელდება აგრეთვე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის წარმოებიდან გამოშვებისას, რემონტის შემდეგ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მახასიათებელი კოეფიციენტის ან/და თვლის საბურავების „ეფექტიანი გარშემოწერილობის“ ცვლილების შემდეგ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი