„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.143.016439
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2017 წლის 4 დეკემბერი

ხაშური

 

„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17.07.2014; 010250020.35.143.016258) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 31 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„3. საკრებულოს აპარატის საქმისწარმოება

საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს ელექტრონულ საქმისწარმოებას. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.‘‘.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. აპარატი

აპარატში შედის აპარატის უფროსი და პროფესიული საჯარო მოხელეები. შესაძლოა აყვანილ იქნენ თანამშრომლები შრომითი ხელშეკრულებით.‘‘.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს აპარატის შესაბამის პროფესიულ საჯარო მოხელეთა კანდიდატურებს;‘‘.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5) აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.‘‘.

6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის წესი

1. აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.‘‘.

7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი

აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას და საშტატო ნუსხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო.‘‘.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ ჯანაშვილი