„ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 აპრილის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №38 |
|
2017 წლის 4 დეკემბერი ქ. ყვარელი |
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება“.
4. პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სასურსათო-გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების,მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ კონსოლიდაციას, დაინტერესებული პირებისათვის /უწყებებისათვის/ ინფორმაციის მიწოდებას, საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობას და სხვა უფლებამოსილებებს.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს „საქართველოს კონსტიტუციის“, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, მერიის დებულების, ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“.
5. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, ,,ბ“, „გ“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია მერის წინაშე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
„გ) მერს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს,დასკვნებსა და რეკომენდაციებს;“.
„ვ) მერს აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს;
ზ) ასრულებს მერის მიერ დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.”.
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნისას, ხელმძღვანელის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადაგომისას, მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს მერი.“.
6. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე
1. სამსახურის მოსამსახურეს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. პასუხისმგებელია მერის და სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე.
3. უზრუნველყოფს მერის სამსახურის ხელმძღვანელისა და თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულებას.“.
|