ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.04.2015 ძალადაკარგული 18.01.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.164.016167
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2015 წლის 6 აპრილი

ქ. ყვარელი

 

„სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის“ დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის „სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის“  დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი



ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება

მუხლი 1. გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური
1. გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სასურსათო-გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ კონსოლიდაციას, დაინტერესებული პირებისათვის /უწყებებისათვის/ ინფორმაციის მიწოდებას, საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობას და სხვა უფლებამოსილებებს.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს  ,,საქართველოს კონსტიტუციის“, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

მუხლი 2. სამსახურის უფროსი:
1. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას  და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
გ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;
ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ) გამგებელს აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს;
ზ) ასრულებს გამგებლის მიერ დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
2. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადაგომისას, მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს გამგებელი.

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი,  დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა;
2. საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
3. საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
4. სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია  და დაინტერესებული უწყებებისთვის /პირებისათვის/ მიწოდება.

მუხლი 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურე
1. სამსახურის მოსამსახურეს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი;
2. პასუხისმგებელია გამგებლის და სამსახურის უფროსის წინაშე;
3. უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსისა და თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებულ უფლებამოსილებების შესრულებას.


მუხლი 1

დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის „სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის“  დებულება დანართის შესაბამისად.

მუხლი 2🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება
მუხლი 1. გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური

1.

გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სასურსათო-გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ კონსოლიდაციას, დაინტერესებული პირებისათვის /უწყებებისათვის/ ინფორმაციის მიწოდებას, საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობას და სხვა უფლებამოსილებებს.

2.

სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს  ,,საქართველოს კონსტიტუციის“, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

მუხლი 2.🔗

სამსახურის უფროსი:

1.

სამსახურის უფროსი:

ა)

წარმართავს სამსახურის საქმიანობას  და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;

ბ)

წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

გ)

გამგებელს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

დ)

ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;

ე)

ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ვ)

გამგებელს აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს;

ზ)

ასრულებს გამგებლის მიერ დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

2.

სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადაგომისას, მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს გამგებელი.

მუხლი 3.🔗

სამსახურის ფუნქციები

1.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი,  დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა;

2.

საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

3.

საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა;

4.

სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია  და დაინტერესებული უწყებებისთვის /პირებისათვის/ მიწოდება.

მუხლი 4.🔗

სამსახურის საჯარო მოსამსახურე

1.

სამსახურის მოსამსახურეს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი;

2.

პასუხისმგებელია გამგებლის და სამსახურის უფროსის წინაშე;

3.

უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსისა და თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებულ უფლებამოსილებების შესრულებას.