დანართი №1
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება
დებულების რეგულირების სფერო
ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურას, მერიის თანამდებობის პირების და სტრუქტურული ერთეულების, მერის წარმომადგენლის (შემდგომში – წარმომადგენელი) უფლებამოსილებებსა და მუშაობის ორგანიზაციას.