„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს №116 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №46 |
|
2017 წლის 4 დეკემბერი ქ. ბაღდათი |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კომისიის სტატუსი
1. იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისია (შემდგომში – კომისია), წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-თ, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. კომისია იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით.
3. კომისია უზრუნველყოფს ამ დებულებით დადგენილი საკითხების განხილვას: საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელშეწყობის, მუნიციპალიტეტის მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.
4. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება: „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად და საკრებულოს რეგლამენტით.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს მუნიციპალიტეტის მოხელეთა საშტატო ნუსხის განსაზღვრის, თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების, მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის, თანამდებობრივი ინსტრუქციების, სამუშაოთა აღწრილობებისა და ანგარიშების შედგენის. აკონტროლებს საკრებულოს მიერ ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაცვას და შესრულებას;“;
„მ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს: საკრებულოს რეგლამენტის, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულების და ადმინისტრაციული ერთეულების დებულებათა პროექტების და მათში ცვლილების შეტანის საკითხებზე;“.
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისიის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე და „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის № 112 დადგენილებით დამტკიცებული, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 26-ე, 102-ე და 103-ე მუხლებით დადგენილი წესით.“;
ბ) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) კომისიის სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს მუნიციპალიტეტის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;“.
|