📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.12.2017
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016452
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,992 სიტყვა · ~10 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 16.11.2017 ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 25.01.2018 ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 15.12.2021 თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 26.01.2018 მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 08.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 2017 წლის 4 დეკემბერი ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის  პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №36 დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  (www.matsne.gov.ge 17/07/2014; 010250050.35.143.016265). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ ჯანაშვილი დანართი N1 ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის  პირველადი სტრუქტურული ერთეულის –   ზედამხედველობის სამსახურის დებულება თავი I  ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის  სამსახურის   სტატუსი 1. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე და არის ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად, აღასრულებს ხაშურის ადგილობრივი  თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებს. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს  ხაშურის მუნიციპალიტეტის  მერიას. მუხლი 2🔗. სამსახურის მუშაობის საერთო წესი და საქმისწარმოება 1. სამსახურისა და სამსახურის მოხელეების უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით. 2. სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი. 3. სამსახური საქმისწარმოებისას იყენებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ტიტულიან ბლანკს თავისი დასახელების დამატებით. თავი II სამსახურის საქმიანობის მიზანი, ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და სტრუქტურა მუხლი 3🔗.  სამსახურის საქმიანობის მიზანი 1. სამსახურის საქმიანობის მიზანია: ა) დადგენილი წესით უზრუნველყოს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება; ბ) სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისად სამართალდარღვევების საქმეების წარმოება; გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოება, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; დ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლის შესაბამისად რეაგირება და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით; ე) კეთილმოწყობის, გამწვანების ობიექტების, სკვერების, პარკების, გაზონების, ხე-მცენარეებისა და მწვანე საფარის, გარე განათების, ტერიტორიების დასუფთავების, მყარი და თხევადი ნარჩენების (გადანაყარის, ნაგვის) გატანის, სარიტუალო მომსახურებისა და სასაფლაოების მართვის, ტრანსპორტისა და მგზავრთა გადაყვანის, საგზაო ნიშნების, პარკირების ადგილების, ქუჩების, გზების, მოედნების, ტროტუარების, ხიდების, ნაპირსამაგრი ნაგებობების, წყალმომარაგების ქსელების, სათავე ნაგებობების, ჭებისა და ჭაბურღილების, საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელების, ჩამდინარე და ნახმარი წყლების სადინარების, გამწმენდი ნაგებობების, ნაგავსაყრელების მართვისა და ექსყლუატაციის, ოფისების და შენობა-ნაგებობების, მათი სახურავების, ფასადების, ინტერიერისა და ექსტერიერის, ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების მოვლა-პატრონობის, შენახვის, განვითარების, მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის და შეკეთება-მოწყობის, საამშენებლო პროექტირების, არქიტექტურული ნახაზების, ხარჯთაღრიცხვების, აგრეთვე კომუნალური და საყოფაცხოვრებო მომსახურების სხვა სფეროებში ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული მომსახურების შესახებ გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობების დაცვის და/ან დამტკიცებული შესაბამისი პროგრამების შესრულების უზრუნველყოფა, ხელშეკრულებისა და პროგრამების მიზნების, ამოცანების და პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და მათი მიმდინარეობა-შესრულების მონიტორინგის ორგანიზება; ვ) განახორციელოს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანა და კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი ; ზ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ხაშურის თვითმმართველობის ორგანოების ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულებისგან – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილება; ბ) შესყიდვების ხარისხის კონტროლის განყოფილება. მუხლი 5🔗. სამსახურის ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი ამოცანები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობა); გ) ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება; დ) აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში; ე) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება; ვ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში; ზ) არასაგადასახადო შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზების კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში; თ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეების მიერ მიწათსარგებლობის წესების დარღვევისა და იჯარის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება, კომპეტენციის ფარგლებში; ი) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით; კ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება; ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელება საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში; მ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ; ნ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ დადგენილი ზომების მიღება; ო) მშენებლობადამთავრებული ობიექტის ვარგისად აღიარებისათვის (ექსპლუატაციაში მიღება) დოკუმენტაციის მომზადება და განხილვა, შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება; პ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის, უძრავი ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; ჟ) კანონით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე; რ) სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 43​1, 43​2, 53​3, 55-ე, 55​2, 55​3, 103-ე, 119​1, 127​1 მუხლის მე-5 პუნქტის, 135-ე, 135​1, 145-ე, 146​1,148-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 პუნქტების, 150-ე, 150​1, 151-ე, 152-ე 152​2, 153​4, 159-ე, 159​1, 179​2 მუხლების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე−35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე; ს) ხაშურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ მომზადებული და მოწოდებული მონაცემების საფუძველზე იჯარით გაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარის ქირის ამოღების ორგანიზება; ტ) წინადადებების მომზადება და განხილვა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ-დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადგენილი წესით; უ) სამსახურის კომპეტენციებში შემავალ საკითხებზე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაცვაზე კონტროლის განხორციელება; ფ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; ქ) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ღ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში მოითხოვოს დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა, კომპეტენციის ფარგლებში; ყ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში ჩაატაროს საჭირო შესაბამისი შემოწმებები; შ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის დასახლებებისა და ტერიტორიების განვითარებისა და რეაბილიტაციის პროექტების შემუშავებაში; ჩ)  მონაწილეობა მიიღოს სამსახურის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში; ც) განიხილოს ფიზიკური ან იურიდიული პირების განცხადებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით; ძ) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში; წ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში; ჭ) მონაწილეობა მიიღოს ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპენტენციის ფარგლებში; ხ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები; ჯ) დადგენილი წესის მიხედვით ითანამშრომლოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა; ჰ) უზრუნველყოს ზედამხედველობა და კონტროლი მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო სამუშაოებზე, დადგენილი წესით; ჰ​1) მოახდინოს რეაგირება მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამშენებლო საქმიანობის დარღვევაზე; ჰ​2) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე კეთილმოწყობასა და სხვა სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხებზე; ჰ​3) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიული პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში; ჰ​4) პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე; ჰ​5) უფლებამოსილია ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე, მიიღოს მონაწილეობა მიღება-ჩაბარების და ფორმა №2-ის გაფორმებაში; ჰ​6) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗.  უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილება უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების ფუნქციებია: ა) გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობა). გ) ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება; დ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეების მიერ მიწათსარგებლობის წესების დარღვევისა და იჯარის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება, კომპეტენციის ფარგლებში. ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით; ვ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელება საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში; თ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ; ი) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილი ზომების მიღება; კ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის, უძრავი ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; ლ) კანონით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე; მ) ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მომზადებული და მოწოდებული მონაცემების საფუძველზე იჯარით გაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარის ქირის ამოღების ორგანიზება; ნ) წინადადებების მომზადება და განხილვა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ-დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადგენილი წესით; ო) მონაწილეობა მიიღოს სამსახურის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში; პ) დადგენილი წესის მიხედვით ითანამშრომლოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა; ჟ) უზრუნველყოს ზედამხედველობა და კონტროლი მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო სამუშაოებზე, დადგენილი წესით; რ) მოახდინოს რეაგირება მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამშენებლო საქმიანობის დარღვევაზე; ს) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე კეთილმოწყობასა და სხვა სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხებზე; ტ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას . მუხლი 7🔗.  შესყიდვების ხარისხის კონტროლის   განყოფილება შესყიდვების ხარისხის კონტროლის   განყოფილება: ა) აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში; ბ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში. გ) მშენებლობადამთავრებული ობიექტის ვარგისად აღიარებისათვის (ექსპლუატაციაში მიღება) დოკუმენტაციის მომზადება და განხილვა, შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება; დ) სამსახურის კომპეტენციებში შემავალ საკითხებზე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაცვაზე კონტროლის განხორციელება; ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; ვ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის დასახლებებისა და ტერიტორიების განვითარებისა და რეაბილიტაციის პროექტების შემუშავებაში; ზ) უფლებამოსილია ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე, მიიღოს მონაწილეობა მიღება-ჩაბარებისა და ფორმა №2-ის გაფორმება.