თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2018 წლის 26 იანვარი ქ. თერჯოლა |
|
2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებისა და საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
2. ზედამხედველობის განხორციელება მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე.
3. სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების, მომსახურების ან/და საგნის შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების ღონისძიებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი კონტროლისა და ზედამხედველობის უზრუნველყოფა.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება- მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი რანგით მაღალი მოხელე.
2. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს სამსახურის მოსამსახურეთა ფუნქციებს, კომპეტენციებსა და პასუხისმგებლობას;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
დ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ე) უნაწილებს კორესპონდენციას თანამშრომლებს, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე, ანაწილებს დავალებებს საჯარო მოსამსახურეთა შორის, ისმენს ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას;
ვ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ზ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
თ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
ა) გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლს;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლს შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლს;
გ) ზედამხედველობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე (დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება);
დ) აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში;
ე) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებაზე ზედამხედველობას;
ვ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვაზე ზედამხედველობას კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით;
თ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟის შემთხვევაში სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებაზე ზედამხედველობას, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადებას;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელებას საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნას სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში;
კ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემას მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ;
ლ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ დადგენილი ზომების მიღება;
მ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღებას, კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) კანონით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე;
ო) სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ შესაბამისი მუხლებითა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე;
პ) სამსახურის კომპეტენციებში შემავალ საკითხებზე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაცვაზე კონტროლის განხორციელებას;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს მის საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში ითხოვს დოკუმენტაციას სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა, კომპეტენციის ფარგლებში;
რ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ს) ადგილობრივ მოსაკრებლებს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნას და მოსაკრებლის გადახდის კონტროლს დადგენილი წესით;
ტ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის და შესაბამისი მონაცემების შეუფერხებლად მიღებას; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით იწვევს მერიის სტრუქტურული ერთეულების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლებს, სპეციალისტებს;
უ) უფლებამოსილების ფარგლებში საჭირო შესაბამისი შემოწმებების ჩატარებას;
ფ) მონაწილეობის მიღებას სამსახურის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში;
ქ) მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლს და ზედამხედველობას;
ღ) წინადადებების მომზადებას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;
ყ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღებას სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;
შ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
ა) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ბ) ადგილობრივ მოსაკრებლებს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნას და მოსაკრებლის გადახდის კონტროლს დადგენილი წესით;
გ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ა) გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლს;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლს /შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და ჭების, ინფრასტრუქტურული მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობა/;
გ) ზედამხედველობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება;
დ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებას;
ე) თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვაზე ზედამხედველობას, კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით;
ზ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟის შემთხვევაში სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებაზე ზედამხედველობას, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადებას;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელებას საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნას სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში;
ი) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემას მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ;
კ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ დადგენილი ზომების მიღება;
ლ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის, უძრავი ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღებას, კომპეტენციის ფარგლებში;
მ) კანონით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე;
ნ) სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ შესაბამისი მუხლებითა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე და/ან უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენელთა მიერ აღნიშნული საკითხების ორგანიზება.
ა) მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ნებისმიერ ეტაპზე კონტროლს და ზედამხედველობას;
ბ) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, მომსახურების, სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას;
გ) სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული შესაბამისი სამუშაოების, მომსახურების ან/და საგნის კორექტირებას, შესასრულებელი სამუშაოების მიმდინარეობის და ვადების კონტროლს, მოცულობისა და ხარისხის შემოწმებას.
დ) შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების განხილვას;
ე) საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №24 დადგენილება (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.126.016109, ვებგვერდი, 17/09/2014).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ჯანელიძე
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულება
დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, განსაზღვრავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ანგარიშვალდებულებას, უფლება-მოვალეობასა და მუშაობის ორგანიზაციას.
მუხლი 1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური