„თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურილი ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ„ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.126.016417
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/10/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2023 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თერჯოლა

 

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურილი ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №9 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, ს.კ: 010250050.35.126.016252 06.11.2019) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული   თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედვლობის სამსახურის დებულების:

მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახური უფლებამოსილია განიხილოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093, 513, 533, 55-ე, 553, 127მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე მუხლით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით, 46-ე მუხლითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით (გარდა საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 465, 466, 148, 151, 1728 და 172მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეები და შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი ან საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით გოგბერაშვილი