„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№35
სარეგისტრაციო კოდი
020080000.35.156.016502
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №35

2023 წლის 13 დეკემბერი

ქ. დმანისი

 

„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2011; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: (020080000.35.156.016044) და დადგენილების:

1. პირველ მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოყენებულ იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431, 432, 465, 466, 513, 533, 55-ე, 552, 553, 556, 771, 772, 825 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103, 1191, 125-ე მუხლის მე-8 და მე-16 ნაწილები, 1254, 127​1 მუხლის მე-5 ნაწილი, 1341, 135, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 1512, 152-ე, 1522, 1525-1529, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილები, 153​4, 156​1, 158​5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 159-ე, 1591, 1662, 172-ე (იმ ნაწილში, რომელიც გულისხმობს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობას, რაც გამოიხატება არასრულწლოვანის მიერ ვანდალიზმის ჩადენით), 1728 და 1729 მუხლები“.

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771, 772, 825 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე, 1191, 125-ე მუხლის მე-8 და მე-16  ნაწილით, 1254, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 130 მუხლის მე-4 ნაწილის ა)ქვეპუნქტი, 1341, 135, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 1512, 152-ე, 1522, 1525-1529, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილები, 153​4, 156​1, 158​5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 159-ე და 1591,  1662 და 172-ე (იმ ნაწილში, რომელიც გულისხმობს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობას, რაც გამოიხატება არასრულწლოვნის მიერ ვანდალიზმის ჩადენით) მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ასევე საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი