„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვალის №3-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
020080000.35.156.016392
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/09/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №14

2020 წლის 4 სექტემბერი

ქ. დმანისი

 

„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვალის  №3-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.

შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/03/2011; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020080000.35.156.016044). აღნიშნული დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით. დადგენილებას დაემატოს მე-91 მუხლი.

1. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოყენებულ იქნეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 431, 432, 465, 466, 513, 533, 55-ე, 552, 553, 771, 772, 825, 103-ე, 1191, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილი, 1271 მუხლის მე-5 ნაწილი, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 151-ე, 1512, 152-ე, 1522, 1534, 159-ე, 1591, 1728 და 1729 მუხლები.

91. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსის 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის  მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას.

მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ოქრიაშვილი