“დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის N3-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№35
სარეგისტრაციო კოდი
020080000.35.156.016333
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №35

2018 წლის 16 ივლისი

ქ. დმანისი

 

„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/03/2011; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 020080000.35.156.016044)  და პირველი და მე-9 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევებზე გამოყენებულ იქნეს ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის ”431, 432, 513, 533, 55, 552, 553,  771, 772, 103, 1191, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილი, 1271 მუხლის მე-5 ნაწილი, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე151-ე, 1512, 152-ე, 1522, 1534 , 159-ე, 1591  მუხლები.''

„9. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771, 772, 103, 1191, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 150-ე​​-151-ე, 1512, 152-ე, 1522, 1534, 159-ე და 1591 მუხლებით და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს.“.

მუხლი 2
ამოღებულ იქნეს დადგენილების მე-10 და მე-11 პუნქტები.
მუხლი 3
დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ოქრიაშვილი