„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
020080000.35.156.016484
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №17

2023 წლის 20 ივნისი

ქ. დმანისი

„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და  საქართველოს  ორგანული კანონის  „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის  შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის № 3-14 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 02/03/2011; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 020080000.35.156.016044)  პირველ, 81 და მე-9 პუნქტებში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. შევიდეს ცვლილება დადგენილების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოყენებულ იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431, 432, 465, 466, 513, 533, 55-ე, 552, 553, 556, 771, 772, 825 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103, 1191, 125-ე მუხლის მე-8 და მე-16 ნაწილები, 1271 მუხლის მე-5 ნაწილი, 1341, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 1512, 152-ე, 1522, 1525-1529, 1534, 1561, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 159-ე, 1591, 1662, 172-ე (იმ ნაწილში, რომელიც გულისხმობს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობას, რაც გამოიხატება არასრულწლოვანის მიერ ვანდალიზმის ჩადენით), 1728 და 1729 მუხლები.

2. შევიდეს ცვლილება დადგენილების 81 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„81. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55-ე, 552, 553 და 556 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს  დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას და დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს“.

3. შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-9 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771, 772, 825 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე, 1191, 125-ე მუხლის მე-8 და მე-16 ნაწილით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1341, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 1512, 152-ე, 1522, 1526-1529, 1534, 1561, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 159-ე და 159,  1662 და 172-ე (იმ ნაწილში, რომელიც გულისხმობს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობას, რაც გამოიხატება არასრულწლოვანის მიერ ვანდალიზმის ჩადენით) მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ასევე საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას.

მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი