ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებისა და პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.12.2017 ბოლო ცვლილება 10.07.2018
ნომერი
№ნ-24
სარეგისტრაციო კოდი
260030000.64.076.016033
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-24
2017 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი

 

ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებისა და პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
1. ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ მიღებული და გამოცემული ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარით (2016-2017 წლების გამოცემა) გათვალისწინებული:

ა) ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი (შემდგომ – სტანდარტი);

ბ) აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტები (შემდგომ – სტანდარტი). 

2. ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსი (IESBA Code) (შემდგომ – პროფესიული ეთიკის კოდექსი).
3. ამ ბრძანებით გათვალისწინებული სტანდარტები და  პროფესიული ეთიკის კოდექსი განთავსდეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ვებგვერდზე (www.saras.gov.ge).
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე