📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.12.2017
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016453
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 516 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 07.03.2018 ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 16.11.2017 კასპის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 24.11.2017 ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 03.04.2017 მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 12.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №45 2017 წლის 4 დეკემბერი ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხაშურის  მუნიციპალიტეტის  მერიის  პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურისა  და  სპორტის   სამსახურის   დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №34 დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  (www.matsne.gov.ge, 17/07/2014, 010250020.35.143.016263). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ ჯანაშვილი დანართი N1 ხაშურის  მუნიციპალიტეტის  მერიის  პირველადი სტრუქტურული ერთეულის –   განათლების, კულტურისა  და  სპორტის   სამსახურის   დებულება მუხლი 1🔗. მუნიციპალიტეტის   მერიის პირველადი სტრუქტურული ერთული – განათლების, კულტურის  და   სპორტის   სამსახური 1. მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის,   სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის  საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულებისაგან – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) განათლებისა და  კულტურის განყოფილება; ბ) სპორტის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით.   ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის  ბრძანებით, სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების ხელმძღვანელისა  და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის  დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის ხელმძღვანელის ბრძანებით, განყოფილების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის   დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესი         განისაზღვრება   „საჯარო სამსახურის  შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗.  სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას; გ)    მუნიციპალური    მუზეუმების,   თეატრების,    ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას; დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას; ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის განათლებისა და  კულტურის  განყოფილების ფუნქციები სამსახურის განათლებისა და  კულტურის  განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას; დ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ე) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ვ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის სპორტის განყოფილების ფუნქციები სამსახურის სპორტის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას; დ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.