1. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან.
2. მერიის სამსახურების დაქვემდებარება მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირებისადმი, სამსახურებისთვის მიკუთვნებული უფლებამოსილებებისა და მერის მოადგილეებისთვის მიკუთვნებული საკურატორო დარგების შესაბამისად, განისაზღვრება მერის ბრძანებით.
3. მერიის სამსახური იქმნება (უქმდება) და მათი რაოდენობა და დასახელებები განისაზღვრება ამ დებულების მე-11 მუხლით.
4. მერიის სამსახურების ფუნქციები, უფლებამოსილებები და სტრუქტურა განისაზღვრება შესაბამისი სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
5. მერიის სამსახური, სამსახურის დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად – განყოფილებებად.
6. მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და მერიის მოხელეთა რიცხოვნება განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერიის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულ