1. მერიის სამსახური შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას, ამზადებს მერის და მისი დავალებით –
საკრებულოს სამართლებრივი ატების პროექტებს.
2. მერიის სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
3. მერიის სამსახურებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახური;
დ) კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;
ე) ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახური;
ვ) არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური;
ზ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
თ) შიდა აუდიტის სამსახურ