ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.12.2017
ძალაში შესვლა 08.12.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5-5
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016430
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,288 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.12.2017 მიღება
08.12.2017 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 05.12.2017 ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 25.02.2022 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის ულებათა დაცვისა საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 24.11.2017 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 17.06.2022 ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 25.02.2022

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5-5 2017 წლის 5 დეკემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.დ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ა) „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 21 ივლისის №3-2 დადგენილება. ბ) „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №3-5 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 8 დეკემბრიდან. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე დანართი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (შემდგომში – საკრებულო) საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელშეწყობის მიზნით, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შექმნილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია (შემდგომში – კომისია). 2. კომისია შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს, ამზადებს დასკვნებს საკრებულოს მიერ განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე, აკონტროლებს პროცედურული საკითხების შესაბამისობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტთან (შემდგომში – რეგლამენტი), შეიმუშავებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს. 3. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საკრებულოს რეგლამენტის, ამ დებულების  და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. თავი II კომისიის სტრუქტურა, კომპეტენცია და კომისიის წევრთა უფლებამოსილებანი მუხლი 2🔗 1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს არანაკლებ 5 წევრით. 2. კომისიის შემადგენლობას კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში ამტკიცებს საკრებულო. 3. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი. მუხლი 3🔗 1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს; ბ) მონაწილეობს საკრებულოში შემოსული პროექტების განხილვა-დამუშავებაში, ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს და გადასცემს საკრებულოს შესაბამის ორგანოს; გ) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას; დ) შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, დასკვნებს ან/და რეკომენდაციებს  მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმის ხელშეწყობისთვის; ე) განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს ან რომელთა დანიშვნაზე თანხმობას აძლევს საკრებულო, რის თაობაზეც სამართლებრივ დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს; ვ) აკონტროლებს საკრებულოს სამართლებრივი აქტების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს; ზ) ისმენს ინფორმაციას, ახსნა-განმარტებას საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობასთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს; თ) მონაწილეობას იღებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხებზე საერთაშორისო მოლაპარაკებებში; ი) აქტიურად თანამშრომლობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და არასამთავრობო სექტორთან; კ) განიხილავს ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებულ განცხადებებს და საჩივრებს, ახდენს სათანადო რეაგირებას; ლ) ამზადებს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს და წინადადებებს, წარუდგენს საკრებულოს ან აგზავნის დანიშნულებისამებრ; მ)  ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ უფლებამოსილებებს. 2. კომისია რეგლამენტით დადგენილი წესით ამზადებს დასკვნებს: ა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შესახებ; ბ) საკრებულოს ფრაქციებთან დაკავშირებით; გ) საკრებულოს მიერ განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე. 3. კომისია ხელს უწყობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გენდერული თანასწორობის განხორციელებას, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში 4. კომისია ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗 1. კომისიის წევრს უფლება აქვს: ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, მოსაზრებები  და წარმოადგინოს წინადადებები; ბ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან. 2. კომისიის წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში; ბ) შეასრულოს კომისიის მიერ დაკისრებული მოვალეობები. თავი III კომისიის სხდომები მუხლი 5🔗 1. კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია, მაგრამ არანაკლებ თვეში 1 სხდომისა. კომისიის მორიგი სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. კომისიის მორიგი სხდომის ჩატარების დროს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის სხდომის მასალები ურიგდებათ და ინფორმაცია მისი დღის წესრიგისა და თარიღის შესახებ  კომისიის წევრებს ეცნობებათ სხდომამდე შესაძლოდ მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ერთი დღისა. 3. კომისიის მორიგი სხდომის დღის წესრიგი სხდომამდე არაუგვიანეს ერთი დღისა განთავსდება საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 5. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში. ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს რეგლამენტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 6. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 7. კომისიის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში იმართება დახურული სხდომა. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 8. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები, რომლებიც არ შედიან ამ კომისიის შემადგენლობაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების თანამშრომლები და  დასწრების მსურველი სხვა პირები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება. კომისიის სხდომაზე დასასწრებად ასევე შეიძლება მოწვეულ იქნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დადგენილი წესით აკრედიტებული წარმომადგენლები.  მუხლი 6🔗 1. კომისიის სხდომაზე განიხილება კომისიაში შემუშავებული და შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფორმაციები, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, მთავრობის წევრთა და თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები და სხვა საკითხები. 2. კომისია იღებს გადაწყვეტილებას რეკომენდაციის, დასკვნის, წინადადების სახით. 3. კომისიის გადაწყვეტილებები წარედგინება საკრებულოს სხდომას და/ან იგზავნება დანიშნულებისამებრ. 4. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. 5. საკრებულოს მიერ არჩეული და მისი თანხმობით დანიშნული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომისიამ. მუხლი 7🔗 საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნით ან შესაბამისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს კომისიების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. თავი IV კომისიის თავმჯდომარე მუხლი 8🔗 1. კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. 2. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი  პროცედურების დაცვას; გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას; დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; ე) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს; ვ) მოქმედებს კომისიის სახელით; ზ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით  და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომისია კომისიის წევრთაგან განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს კომისიის თავმჯდომარის მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების შემთხვევისათვის. მუხლი 9🔗 1. კომისიის თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა და საკრებულოს თავმჯდომარემ. 2. კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. 3. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მას გააცნობს საკრებულოს. კომისიის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება საკრებულოს თავმჯდომარისათვის განცხადების წარდგენის დღიდან. 4. კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო უახლოეს სხდომაზე რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ირჩევს კომისიის ახალ თავმჯდომარეს.  თავი V კომისიის სამდივნო მუხლი 10🔗 1. კომისიის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება კომისიის სამდივნო, რომელიც წარმოადგენს კომისიისადმი დაქვემდებარებულ საკრებულოს აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს. 2. კომისიის სამდივნო: ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომების მომზადებას, მიღებული გადაწყვეტილებებისა და სხდომათა ოქმების გაფორმებას; ბ) ახორციელებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას; გ) მუშაობს კომისიის დებულებით განსაზღვრულ საკითხებზე, ასრულებს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის დავალებებს; დ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აპარატის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 3. კომისიის სამდივნოს შემადგენლობაში შედიან კომისიის სამდივნოს უფროსი, საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოსამსახურეები, ასევე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი/პირები და საზოგადოებრივ საწყისებზე მოწვეული სპეციალისტები. 4. კომისიის სამდივნოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოსამსახურეების დანიშვნის მიმართ გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. 5. კომისიის სამდივნოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების მიმართ გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი. მუხლი 11🔗 კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.