აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2017 წლის ანგარიში აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2017 წლის ანგარიში
2017 წლის საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სულ 2 მოთხოვნა შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ყველა მოთხოვნაზე აფხაზეთისა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ პასუხი გაეცა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გააჩნია მონაცემთა ბაზები, რომლებიც შეიცავენ აფხაზეთიდან დევნილთა და აპარატის თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და მათზე წვდომა გააჩნიათ უწყების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს მათი კომპეტენციის ფარგლებში. ამასთან, საანგარიშო პერიოდში საჯარო მონაცემთა ბაზების, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემა არ მომხდარა.
საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, ასევე არ მომხდარა კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვა.
საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია