📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.12.2017
ძალის დაკარგვა 02.02.2018
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016252
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 855 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.12.2017 მიღება
02.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 2017 წლის 6 დეკემბერი ქ. ტყიბული ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის აგრეთვე საქართველოს კანონის  „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება“ დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 24 სექტემბრის №39 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30/09/2014 წელი, 010250050.35.125.016128). მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 4🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობის შესაბამისად. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია კობახიძე დანართი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახური ანგარიშვალდებულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. 4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით. 5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით. 6. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის დასახელების აღნიშვნით. 7. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია: კულტურისა და განათლების განყოფილება; 3. სამსახურის განყოფილება შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და განყოფილების საჯარო მოხელეებისაგან. მუხლი 3🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; დ) მერს წარუდგენს მოსამსახურეთა მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ე) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა დაწინაურების, წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე; თ) მერიის დებულების შესაბამისად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ი) სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მერის ბრძანებით მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 3. სამსახურის განყოფილების უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი. 4. სამსახურის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) სამსახურის ხელმძღვანელს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს; დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებითა და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას; თ) სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა დაწინაურების, წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ი) განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის ხეწლმძღვანელის წინაშე; კ) განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის ხელმძღვანელის წინადადებით და მერის დავალებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოსამსახურე. 5. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის დებულებით. მათი ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნების დაცვით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი. მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კოორდინაციასა და მართვაზე კონტროლს; გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების კოორდინაციასა და მართვაზე კონტროლს; დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების კოორდინაციასა და მართვაზე კონტროლს; ე) წინადადებების შემუშავებას განათლების, კულტურისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ვ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას; ზ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; თ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ი) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების, თეატრების, მუზეუმების და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფას და ახალი ობიექტების მშენებლობისათვის წინადადების წამოყენებას; კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის განათლებისა და კულტურის განყოფილების ფუნქციები კულტურისა და განათლების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლებისა და კულტურის ობიექტების კოორდინაციასა და მართვაზე კონტროლს; ბ) წინადადებების შემუშავება დაქვემდებარებული კულტურის, საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად; გ) განათლებისა და კულტურის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და განხორციელება; დ) კულტურული ღონისძიებების ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა; ე) კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზება და ღონისძიების ჩატარების კოორდინაცია; ვ) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრებისა და სხვა ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა.