საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2017 წლის 6 დეკემბერი ქ. საგარეჯო |
|
1. მერიის ქონების მართვის , ეკონომიკური განვითარების , სტატისტიკის , ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური ) არის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას , სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება -დამუშავებას , მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას , მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას , შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას , მათი განხორციელების კოორდინაციას ; მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას , მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას , მუნიციპალიტეტის ქონების მართვას .
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის , მერიის დებულების , ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად .
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით .
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან .
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია :
ა ) ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების საკითხთა დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება ;
ბ ) ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება .
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე -9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით . სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს სამსახურის ერთ -ერთ საჯარო მოხელეს .
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან .
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი , რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე -13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით . მერის ბრძანებით , განყოფილების უფროსის უფლება -მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს განყოფილების ერთ -ერთ საჯარო მოხელეს .
6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების უფლება -მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით . სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით .
7. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა -გათავისუფლების , მათ შორის , დაწინაურების , გადაყვანისა და ა .შ . წესები განისაზღვრება მერიის დებულებით , ,,საჯარო სამსახურის შესახებ " საქართველოს კანონის შესაბამისად .
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს :
ა ) მუნიციპალიტეტის სოციალურ -ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების , პროგრამების და პროექტების მომზადებას , მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას ;
ბ ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას ;
გ ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას ;
დ ) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის , ინვესტორებთან თანამშრომლობის , შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე ;
ე ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს ;
ვ ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას ;
ზ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას , უფლებრივ ზონირებას ;
თ ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას ;
ი ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას ;
კ ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას ;
ლ ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას ;
მ ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას ;
ნ ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების , საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას ;
ო ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო -საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას ;
პ ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების , მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების , აქციების , ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას , ინვენტარიზაციას , მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას ;
ჟ ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას ;
რ ) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე ;
ს ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე ;
ტ ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის , შეძენის , პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე ;
უ ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე , მოვლა -პატრონობაზე , მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე ;
ფ ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის , აქციონერის უფლება - მოვალეობათა განხორციელებას ;
ქ ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების , ხიდების , გარე განათების , სანიაღვრე მეურნეობის , მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული კომუნიკაციების შექმნის , რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას , შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას , მათი განხორციელების კოორდინაციას ;
ღ ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა -პატრონობას ;
ყ ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას ; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას ; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის , რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე ;
შ ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას , შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას , მათი განხორციელების კოორდინაციას ;
ჩ ) წყალმომარაგების (მათ შორის , ტექნიკური წყლით მომარაგების ) და წყალარინების უზრუნველყოფას ;
ც ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე ;
ძ ) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების , ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე ;
წ ) ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას ;
ჭ ) სასაფლაობის მოვლა -პატრონობას , შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას ;
ხ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .
სამსახურის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების საკითხთა დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს :
ა ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას , პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების , წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ;
ბ ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას ;
გ ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას , დამუშავებასა და ანალიზს , სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ;
დ ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების , რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე ;
ე ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით ;
ვ ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად ;
ზ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას ;
თ ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან , მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას ;
ი ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას ;
კ ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას ;
ლ ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების , ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას ;
მ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით ;
ნ ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით ;
ო ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე ;
პ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით ;
ჟ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით ;
რ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .
სამსახურის ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს :
ა ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას ;
ბ ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების , საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას ;
გ ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო -საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას ;
დ ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე დასკვნების /პროექტების შემუშავებას ;
ე ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით ;
ვ ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას ;
ზ ) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე ;
თ ) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის , უფლებრივი ზონირების , ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე ;
ი ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას ;
კ ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო -საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას ;
ლ ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას ;
მ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .