აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიში
2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოში (შემდეგში – საარქივო სამმართველო) საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ სულ შემოვიდა 12 მოთხოვნა, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მიღებული განცხადებების რაოდენობამ შეადგინა 7. აქედან სრულად დაკმაყოფილდა 7 მოთხოვნა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 5 მოთხოვნა – არ გაიცა ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. სამმართველოში არ შემოსულა საჯარო ინფორმაციის შესწორების არცერთი მოთხოვნა.
გადაწყვეტილებას საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სტრუქტურული ერთეულების პოზიციების გათვალისწინებით, იღებდა საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. სამმართველოში ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრულია ის საჯარო მოხელეები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, რომელთა მიერაც ხდებოდა მოთხოვნილ ინფორმაციაზე კომპეტენციის შესაბამისად რეაგირება.
საარქივო სამმართველო საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სხვადასხვა მონაცემების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების, შეგროვებასა და შენახვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. სამმართველოში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე – მატერიალური სახით. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, უშუალოდ აქვთ მინიჭებული ამგვარი მონაცემების დამუშავების უფლებამოსილება. ელექტრონული მართვის სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.
სამმართველოში თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას აწარმოებს იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური კანონიერი მიზნიდან გამომდინარე, ამ მიზნის პროპორციულად.
საანგარიშო პერიოდში საარქივო სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის გამო დისციპლინური სახდელის დადება არ განხორციელებულა.
საარქივო სამმართველოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სამმართველო ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.
საარქივო სამმართველოს მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია, არ მომხდარა გადაწყვეტილების გასაჩივრება, შესაბამისად, ხარჯი არ გაწეულა.
საარქივო სამმართველოს უფროსი მაია ივანიშვილი