📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 07.12.2017
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.152.016319
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 243 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 31.08.2018 ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 24.07.2024 დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 26.06.2024 ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 22.08.2024 თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 28.06.2024

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №39 2017 წლის 7 დეკემბერი ქ. დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. შემოღებულ იქნეს დუშეთის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) სამორინეს თითოეულ მაგიდაზე – კვარტალში 25000 ლარი; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3000 ლარი; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 პროცენტი; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 ლარი; ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15 პროცენტი; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3000 ლარი; ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 5000 ლარი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №40 დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ (matsne.gov.ge, 30/12/2011, 200230000.35.152.016067). მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი