ქალაქ ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№41701489348
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქალაქ ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით წარმოგიდგენთ 2017 წლის ანგარიშს:

ქალაქ ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზები:

● ქალაქ ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამის და მათ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებების შესახებ ინფორმაცია;

● დაწესებულების მომსახურეთა ბაზა;

● შემოსული/გასული წერილები;

● ინფორმაცია რესურსცენტრისა და სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის შესახებ;

● საჯარო სკოლების შესახებ არსებული საჯარო ინფორმაციათა ბაზები;

● სკოლების საშტატო განრიგები და სატარიფიკაციო სიები;

● სამეურვეო საბჭოების შესახებ ინფორმაციული ბაზები;

● სკოლის დირექტორების დანიშვნა/ გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბაზა;

● ინფორმაცია ექსტერნატის ფორმით გამოცდაზე დარეგისტრირებული პირების შესახებ;

● ინფორმაცია სკოლების მიერ იჯარით გაცემული ფართების შესახებ;

● მონაცემები ეროვნული სასწავლო და სამოქალაქო ოლიმპიადების პირველ ტურში მონაწილე სკოლებისა და მეორე ტურში გადასული მოსწავლეების შესახებ;

● მასწავლებელთა სერტიფიკატების გაცემის რეესტრი;

● ინფორმაცია მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული პედაგოგების შესახებ;

● ინფორმაცია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული სკოლების/მოსწავლეების შესახებ.

ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და შენახვის შესახებ:

რესურსცენტრი თავის საქმიანობიდან გამომდინარე აგროვებს, ამუშავებს და ინახავს პერსონალურ მონაცემებს რესურსცენტრის მოსამსახურეთა და რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების ადმინისტრაციის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესახებ.

პერსონალური მონაცემების გაცემა ხდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად/პირდაპირ დადგენილი წესით, ფორმით, ფარგლებსა და შემთხვევებში.

2017 წლის განმავლობაში შეგროვებულ და დამუშავებულ იქნა შემდეგი მონაცემები:

● მონაცემები 2016-2017 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა შესახებ;

● მონაცემები პრეზიდენტის პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციართა შესახებ;

● მონაცემები დაწყებითი კლასის მოსწავლეთა და მასწავლებელთა შესახებ მათთვის ბუკების გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით;

● მონაცემები ექსტერნების შესახებ ექსტერნატის ფორმით გამოცდებზე მათი რეგისტრაციის მიზნით;

● მონაცემები მე-12 კლასელების შესახებ CAT-ის გამოცდების ჩატარების უზრუნველსაყოფად;

● მონაცემები სკოლების სამეურვეო საბჭოების შესახებ მათი წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის, სხვა წევრით ჩანაცვლების, ასევე სამეურვეო საბჭოს არჩევნების/რიგგარეშე არჩევნების შედეგების რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით;

● მონაცემები სპეციალური საჭიროების მქონე მე-12 კლასის მოსწავლეების შესახებ, საატესტატო გამოცდაზე მათთვის სპეციალური პირობების შექმნის მიზნით;

● მონაცემები მოქალაქეების შესახებ, სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგად/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მათი სწავლის, შესაბამისი ზოგადი/ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების ან/და მათზე ატესტატის/ დიპლომის/ სერთიფიკატების გაცემის დადასტურების მიზნით;

● მონაცემები მოსწავლეების შესახებ, რომელთაც დაძლიეს საბაზო და საშუალო საფეხური, მათთვის შესაბამისი ატესტატის გადაცემის უზრუნველსაყოფად.

მონაცემები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის და გაცემის შესახებ:

2017 წლის განმავლობაში დაწესებულებაში შემოვიდა:

1. სულ 8 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, აქედან დაკმაყოფილდა 8.

2. მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე არ შემოსულა.

3. საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმის გადაწყვეტილება არ მიღებულა.

4. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ დაწესებულების გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

5. საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

6. დაწესებულებას არ გაუწევია ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან ასევე, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის არ გვაქვს მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები.

 

ქალაქ ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის

უფროსის მოვალეობის შემსრულებელი                                                                       ირინე კორძაია