ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02/17331
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ანგარიში

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულების თობაზე

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმოგიდგენთ ანგარიშს საჯარო ინფორმაციის შესახებ:

2017 წლის მონაცემებით:

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე შემოვიდა 32 განცხადება.

2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა 32 მოთხოვნა.

3. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.

4. ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება არ მიუღია.

5. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ.

6. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დახურული სხდომის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

7. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო მონაცემთა ბაზების, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

8. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

9. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 5 ლარი და 65 თეთრი.

 

ლევანი ონიანი

აკრებულოს თავმჯდომარე