„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- რეგულირების საფასურის შესახებ 01.07.2005
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო
ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა ორგანოზე, რომლებიც, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არიან დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე − გარემოს ეროვნულ სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი რესურსებით (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) სარგებლობის რეგულირებას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე − წიაღის ეროვნულ სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირებას, და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას.“.
2. 51 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულისა) სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშსწორების წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობების შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ნორმატიული აქტით.“.
3. 71 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. 2020 წლის 1 იანვრამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული რეგულირების საფასურის ნაწილი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიიმართება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე, მისი ბიუჯეტის ფორმირების მიზნებისათვის, მისივე ფუნქციების შესასრულებლად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 7 დეკემბერი 2017 წ. N1673-რს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.12.2017.
- როდის იქნა მიღებული „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.12.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1673-რს. სარეგისტრაციო კოდი — 310120000.05.001.018648.
- რამდენი მუხლისგან შედგება „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.12.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1673-რს, 07.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 310120000.05.001.018648 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3886953/