„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5570-Iს
სარეგისტრაციო კოდი
010240010.04.001.017940
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ორგანული კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნორმატიული აქტის პროექტი (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სახელმწიფო ინსპექტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების პროექტებისა, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) სამართლებრივი დასკვნისთვის გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.“.

2. 25-ე მუხლის 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის ცნობილი გახდა ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული გარემოებანი, იგი ვალდებულია მიმართოს ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს) ან ნორმატიული აქტის გაუქმების (შეჩერების) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირს) ან/და საერთო სასამართლოს ნორმატიული აქტის (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტებისა) გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისას საერთო სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.“.

3. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 5პუნქტი:

„52. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან არაუგვიანეს მე-5 დღისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

13 დეკემბერი 2019 წ.

N5570-Iს