თავი III — ნორმატიული აქტის მომზადებისა და მიღების (გამოცემის) ზოგადი წესი და ნორმატიული აქტის სტრუქტურა
1. ნორმატიული აქტის პროექტი (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტების პროექტებისა, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) სამართლებრივი დასკვნისთვის გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
2. (ამოღებულია - 05.02.2014, №1967).
3. საქართველოს ეროვნული ბანკი, თუ არ არსებობს მისი ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროება, აქტის პროექტს სამართლებრივი დასკვნისათვის უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
4. ნორმატიული აქტის პროექტი უნდა გაეგზავნოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომელთა უფლებამოსილებასაც განეკუთვნება ამ ნორმატიული აქტით ან მისი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ზემდგომი ნორმატიული აქტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასკვნის წარდგენის ვალდებულებას, ასევე მის შეთანხმებას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან.
5. საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმების შემდეგ.
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია მის მიერ სამართლებრივი დასკვნის გაცემამდე მოითხოვოს ნორმატიული აქტის პროექტზე შესაბამისი დარგის საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნა.
7. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტზე დასკვნას საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის თაობაზე იძლევა აქტის პროექტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში.
8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, რის შემდეგაც იგი საჭიროებს იუსტიციის სამინისტროს ხელახალ დასკვნას.
9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნა არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება.
10.
ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზის დროს, მატერიალური დოკუმენტების გარდა, შესაძლებელია აგრეთვე ელექტრონული დოკუმენტების გამოყენება.
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3283 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.212
საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4563 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5545 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1967 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2640 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 28 მაისის კანონი №3616 - ვებგვერდი, 04.06.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3288 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის ორგანული კანონი №4250 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №4595 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5570 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6867 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1338 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №695 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1318 – ვებგვერდი, 25.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 13-ჯერ.
- 17.12.2025 ორგანული კანონი №1318
- 24.06.2025 ორგანული კანონი №695
- 30.12.2021 ორგანული კანონი №1338
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6867
- 13.12.2019 ორგანული კანონი №5570
- 08.05.2019 ორგანული კანონი №4595
- 27.12.2018 ორგანული კანონი №4250
- 21.07.2018 კანონი №3288
- 28.05.2015 კანონი №3616
- 01.08.2014 კანონი №2640
- 05.02.2014 კანონი №1967
- 20.12.2011 კანონი №5545
- 19.04.2011 კანონი №4563
წინა რედაქცია (09.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა 1. საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სა დქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის კ, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნქვიციპალიტეტის წარმომადგენლობაითი ორე განოს ნორმატიული აქტების პროექტებისა) ს, ამაგრთლებრივი დასკვნისთვის გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროის. 2. ნორმადგტიულობრივ აქტით განსაზღვრულით შემმართხველოვების ნორმატიული აქტი) სამართლებრივი დასკვნისთვის გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უნდა გადაეცეს უფლებამოსილი ორგანოს. 2. (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხეულმოწერიდან - 05.02.2014, №1967) 5 დღის ვადაში. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი, თუ არ არსებობს მისი ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროება, აქტის პროექტს სამართლებრივი დასკვნისათვის უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. 4. ნორმატიული აქტის პროექტი უნდა გაეგზავნოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომელთა უფლებამოსილებასაც განეკუთვნება ამ ნორმატიული აქტით ან მისი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ზემდგომი ნორმატიული აქტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასკვნის წარდგენის ვალდებულებას, ასევე მის შეთანხმებას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან. 5. საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმების შემდეგ. 6. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია მის მიერ სამართლებრივი დასკვნის გაცემამდე მოითხოვოს ნორმატიული აქტის პროექტზე შესაბამისი დარგის საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნა. 7. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტზე დასკვნას საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის თაობაზე იძლევა გადაცემიდან 10 დღის ვადაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ აქტზე – 7 დღის ვადაში. ადგილობპრივი თვითმმართველობის ნორმატიულ აქტზე გაცემულ სამართლებრივ დასკვნას ნორმატიულ აქტთან ერთად იუს ტიციის სამინისტრო უგზავნის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სდაქმიანობის სახცელმწიფო ზედამხენ 10 დველობღის გვანმდახორცშიელებელ ორგანოს. 8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, რის შემდეგაც იგი საჭიროებს იუსტიციის სამინისტროს ხელახალ დასკვნას. 9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნა არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება. 10. ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზის დროს, მატერიალური დოკუმენტების გარდა, შესაძლებელია აგრეთვე ელექტრონული დოკუმენტების გამოყენება. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3283 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.212