წინა რედაქცია (09.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით მიღებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონით, ერთი მოსმენით განხილვისა და მიღების გზით. 3. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიიღება საქართველოს პარლამენტის სრულიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. თავი IV. ნორმატიული აქტის მოქმედება