1. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს კანონქვემდებარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტებით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი ძალაში შედის მასში მითითებული თარიღიდან.
3. საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
4. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის შესახებ ძალაში შედის გამოცემისთანავე, ხოლო ნორმის შეჩერების შესახებ − საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე და მოქმედებს საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე.
5. საქართველოს პრეზიდენტი დეკრეტს დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.
6. (ამოღებულია - 20.09.2013, №1157).
7. საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ შეთანხმებით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
8. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ ბრძანებულებით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
9. საქართველოს პრეზიდენტის, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ბრძანება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან თვით ამ ბრძანებით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
10. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი ძალაში შედის საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში შეტანისთანავე, თუ თვით ამ აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1157
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3613
– ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6867 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6867
- 31.10.2018 კანონი №3613
- 20.09.2013 კანონი №1157
წინა რედაქცია (09.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის განსაკუთრებული წესი 1. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს კანონქვემდებარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, აგრეთვე ადგმუნიციპალობრივტეტი თვითს წარმომართვდგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტებით სხვა ვადა არ არის დადგენილი. 2. საქართველოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი ძალაში შედის მასში მითითებული თარიღიდან. 3. საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი. 4. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვცეყნებმის შემდეგ, დეკრეტში მითითებული მომენტიდან, დ. სა მოქმართვედებლოს მასშპრეზი აღდენტიშნულს დეკრომდე, მტი საგრაომარა უგვი ან ეს საგანგებო მდგომარეობის დამთავრებიოსა, თუ იგი არ იქნა გაუქმებული საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით. 5. საქართველოს პრეზიდენსტი დეკრეტს გამოუცემიდან 48 საათისთ განმათვლობაშლისწარუდგეინს საქართვებულოს პარი უფლამენტს. 6. საქართვბელობის პრშეზიღუდენტვის დშეკრეტი საგადასახადო და საბიუჯეტო საკითხებზე ძალაში შედის გამოფიცემისთალურნად გამოქვეყ, ხოლო ნებორმის შემდჩეგ, დეკრეტში მითითებული მომს შენტიდსან.ხებ − საქართველოს პარლამეზიდენტის ახელმწიფო ბიუჯეტისრ დამტკიცებისთაობნაზვე და მოქმეკრდეტბს დასაომტკიცებლად წარუდგეი ან სახგალარჩეულ პარლამენტს მისი უფლგებაო მდგოსილმარების ცნობიდს გან უქმერთი თვის ვბამდაშიე. 5. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი ს აგადასახადო და საბიუჯეტყო საკითხვნებზე ძალივ წას კარუდგავენს, თუ სახქალარჩთვეულიოს პარლამენტი პირველი შეკრების დან ერთი თვის განმავლობაში არ დაამტკიცებს ლად. 6. (ამოღებულიას - 20.09.2013, №1157). 7. საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ შეთანხმებით სხვა ვადა არ არის დადგენილი. 8. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ ბრძანებულებით სხვა ვადა არ არის დადგენილი. 9. საქართველოს პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სთამხევდროაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ბრძანება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან თვით ამ ბრძანებით სხვა ვადა არ არის დადგენილი. 10. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი ძალაში შედის საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში შეტანისთანავე, თუ თვით ამ აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.