სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ინფორმაციის 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

საჯარო ინფორმაციის 2017 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლისა და ამავე კოდექსის მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის ანგარიშს:

საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე საანგარიშო პერიოდში შემოვიდა სულ 54 მოთხოვნა, მათ შორის ელექტრონული რესურსის მეშვეობით დარეგისტრირდა 16 განაცხადი. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. 

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებიდან:

√37 შემთხვევაში გაიცა საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად;

√4 შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ინფორმაცია გაიცა პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შემცველი ინფორმაციის გარეშე (ინფორმაციის გაცემის შესახებ უფლებამოსილი პირის თანხმობის არარსებობის გამო);

√9 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა სხვის პერსონალურ მონაცემს (ინფორმაციის გაცემის შესახებ უფლებამოსილი პირის თანხმობის არარსებობის გამო);

√1 შემთხვევაში განმცხადებელს ეთხოვა ინფორმაციის დაზუსტება და ინფორმაცია გაიცა დაზუსტებული მოთხოვნის შესაბამისად;

√ 2 შემთხვევაში განცხადებელს ეცნობა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ მოიპოვება, 1 შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნა გადაეგზავნა დოკუმენტის განხილვაზე პასუხისმგებელ პირს.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში  საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა; საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.

2017 წლის საანგარიშო პერიოდში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსსა და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა; საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილი არ ყოფილა. გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ დაკისრებია.

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 23 დეკემბრის #161/02-01 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და საჯარო ინფორმაციის მატერიალური და ელექტრონული ფორმით გაცემაზე, ასევე მის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ლიკა კილაძე, რომელიც წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს.

ამასთან, 2017 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:

 

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

       54

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე

       0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

       9

მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე

       0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე

       0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

      13

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე

      0

მოთხოვნა დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

      0

 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და საჯარო ინფორმაციის მატერიალური და ელექტრონული ფორმით გაცემაზე, ასევე მის პროაქტიულად  გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი

 

ლ. კილაძე