რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად

საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში, დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირები.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ა.შ.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ანგარიში

2017 წლის განმავლობაში რუსთავის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოქალაქეთაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და საბანკო დაწესებულებებიდან შემოვიდა 49 განცხადება.

შემოსული განცხადებებიდან 2 შემთხვევაში მოთხოვნა ეხებოდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებული საქმეების ოდენობას, სისტემის დროებითი შეფერხებების ოდენობას, შეფერხების საფუძველს, შეფერხების დროს რიგითობის წესით გადანაწილებული საქმეების რაოდენობას, ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხების თაობაზე შედგენილ სამართლებრივ აქტებს და მოხსენებით ბარათებს. დანარჩენ - 47 შემთხვევაში განმცხადებლები მოითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას კონკრეტული საქმის სასამართლოს წარმოებაში არსებობის, სასამართლოს მიერ განხილული საქმეების რაოდენობის, მათ შორის საარჩევნო დავების, განხილვის შედეგების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ასლებს, ამასთან არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების ასლებს.

შემოსული განცხადებებიდან:

ა) 9 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ვინაიდან მომთხოვნისთვის სასურველი კრიტერიუმებით მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოს მიერ არ მუშავდებოდა;

ბ) 35 განცხადება დაკმაყოფილდა სრულად;

გ) არ დაკმაყოფილდა 4 განცხადება, ვინაიდან განმცხადებლებისთვის ამომწურავი პასუხის გასაცემად საჭირო იყო ისეთი დიდი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების მოძიება და დამუშავება, რასაც როგორც წესი სასამართლო არ ახდენს. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი გახდებოდა სასამართლოს მოხელეთა უმრავლესობა დაკავებულიყო მხოლოდ კონკრეტული ინფორმაციის დამუშავებით, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა სასამართლოს პარალიზებას და შეუძლებელს გახდიდა სრულყოფილი მართლმსაჯულების განხორციელებას.

დ) ერთ განცხადებაზე თვითონ საჯარო ინფორმაციის მომთხოვნმა განაცხადა უარი.

2017 წლის განმავლობაში გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 2 განცხადება, რომლებიც შემოსული იქნა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ერთ შემთხვევაში განმცხადებელი მოითხოვდა საჯარო ინფორმაციას კონკრეტულ საქმეებზე მათი განხილვის შედეგების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს, ხოლო მეორე შემთხვევაში სასამართლოს მიერ საარჩევნო დავებზე განხილული საქმეების რაოდენობას. ორივე შემთხვევაში განცხადებები დაკმაყოფილდა.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადებას პასუხი გაეცა წერილობითი სახით, კანონით დადგენილ ვადაში.

საჯარო ინფორმაციის გაცემას ახდენდნენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები – რუსთავის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი, კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი და გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს სპეციალისტი.

სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ მომხდარა და შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არავის დადებია.

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართ არ შემოსულა არცერთი საჩივარი ან სასარჩელო განცხადება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ-ვებგვერდი courts.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი.