1. მერიის ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოსამსახურის  საქმიანობა ფასდება წელიწადში ერთხელ, „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად. საჯარო მოსამსახურის  შეფასებას ექვემდებარება ასევე გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი.

2. საჯარო მოსამსახურის  შეფასების მიზანია საჯარო მოსამსახურის კარიერული განვითარების, პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისების, პროფესიული განვითარების საჭიროებებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი შედეგების წარმოშობის წინაპირობების დადგენა, ასევე მერიის ორგანიზაციული განვითარება.

3. საჯარო მოსამსახურეთა  შეფასების შედეგები აისახება საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
თავი VII
მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელება