1. მერიაში მომზადებული  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონს „ნორმატიული აქტების შესახებ,“ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსს“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

2. მერიაში მომზადებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ვიზირებული უნდა იქნეს პროექტის ავტორისა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა პირად საკითხებთან დაკავშირებული პროექტებისა, აგრეთვე, უნდა იქნეს ვიზირებული მერიის იმ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციათა სფეროსაც შეეხება ეს პროექტი, აგრეთვე – მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მიერ, თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას ან/და მერიის მიერ გასაწევ ხარჯებს.

3. მერის დავალებით, მერიაში მომზადებული პროექტი უნდა იქნეს ვიზირებული მერის იმ მოადგილის მიერ, რომელიც დარგობრივად კურატორობას უწევს პროექტით განსაზღვრულ საკითხს.

4. კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენ პროექტს, რომელიც მომზადებული იქნა მერიაში, საკრებულოს თავმჯდომარესთან წერილობითი მიმართვით წარადგენს მერ