1. მომზადებული   ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების   პროექტები   უნდა შეესაბამებოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს     კანონს,  საქართველოს კანონს „ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

2. მერიაში  მომზადებული    სამართლებრივი    აქტები    ვიზირებული უნდა  იყოს პროექტის ავტორისა და იურიდიული  სამსახურის      მიერ.    სამართლებრივი  აქტის პროექტი აგრეთვე   უნდა იყოს ვიზირებული    მერიის  იმ  შესაბამისი განყოფილების და    სამსახურის  ხელმძღვანელის   მიერ, რომლის  კომპეტენციათა   სფეროსაც  შეეხება  ეს პროექტი.

3. კანონითა და დებულებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენ  პროექტს,  რომელიც  მომზადებული  იქნა  მერიაში,  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს   წარუდგენს მერი.

4. მერის  დავალებით,  მერიაში  მომზადებული  პროექტი  უნდა  იყოს  ვიზირებული  შესაბამისი  კურატორი  მერის მოადგილის მიერ.

5  მერის ბრძანებების რეგისტრაციას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახური.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების რეკვიზიტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილ წესებს.

7. სამართლებრივი აქტების გაფორმების დეტალური წესი და პროცედურები განისაზღვრება კანონმდებლობითა  და  შესაბამისი სამსახურებრივი ინსტრუქციები