1.მერიის ინტერესებიდან ან/და მოხელის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოხელეს შესაძლებელია დროებით დაეკისროს ის ფუნქციები, რომელთა შესრულება არ განეკუთნება მის მოვალეობებს

2. მოხელეს, მერის ბრძანების შესაბამისად, შეიძლება დაეკისროს დამატებითი ფუნქციების შესრულება ან/და სხვა ფუნქციების შესრულება და გათავისუფლდეს ძირითადი ფუნქციების შესრულებისაგან, კერძოდ:

ა) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში- სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში-სამსახურის ერთ ერთ მოხელეს;

ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის არყოფნის შემთხვევაში-ერთ-ერთ მოხელეს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულთან ურთიერთობის საკითხებშ