1. მერიის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს 18 წელს მიღწეული

საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  მოთხოვნებს.

2. მერიის მოხელე თანამდებობაზე ინიშნება:

ა) კონკურსის წესით;

ბ) მოხელის გადაყვანით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

3. გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მერიის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ იღებს მუნიციპალიტეტის მერი.

4. კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება, „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5. მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ცხადდება საჯარო ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვარდის მეშვეობით.

6. ვაკანტურ თანამდებობაზე საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (მერის ბრძანება) გამოიცემა საკონკურსო კომისიის მიერ,  მერისათვის სათანადო გადაწყვეტილების წარდგენიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა.

7. მოხელის სტატუსის არმქონე პირის დანიშვნის შემთხვევაში გამოიყენება 12 თვიანი გამოსაცდელი ვად