1. მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყოველი დანიშვნითი თანამდებობისათვის დგებასამუშაოთა აღწერილობა, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2. სამუშაო აღწერილობით განისაზღვრება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირის საქმიანობის სფერო, სამსახურებრივი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები.

3. საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განისაზღვრება თანამდებობის დასაკავებლად საჭირო

კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, განათლება, ცოდნა და უნარ-ჩვევები. საკვალიფიკაციო მოთხოვნა შედგება ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან. ძირითადი და სპეციალური მოთხოვნა საერთოა მერიის ყოველი საშტატო თანამდებობისათვის და განსაზღვრავს მერიაში თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა საერთოა მერიის ყოველი საშტატო თანამდებობისათვის და განსაზღვრავს ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციას, სამუშაო სტაჟს, აგრეთვე დამატებით ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.

4. მერის პირველი მოადგილის/მოადგილის და პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა სამუშაოთა აღწერილობებს განსაზღვრავს და ამტკიცებს მერი, ხოლო მერიის სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობებს ადგენს შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და ამტკიცებს მერი.

5. სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს მუნიციპალიტეტის ადამიანური რესურსების მართვის ერთეული და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი, თითოეული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინარსის გათვალისწინებით.
თავი V
მერიის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავ