1. მერიაში საქმისწარმოება ხორციელდება ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის „eDocument.ge“-ის მეშვეობით
2. „eDocument.ge” - ავტომატიზირებული სისტემა არის მერიაში დოკუმენტების ელექტრონულად წარმოების საშუალება, მისი მიზანია საქმისწარმოების პროცესების მაქსიმალური გამარტივება, ხელმისაწვდომობა და კომპიუტერიზაცია, სისტემა უზრუნველყოფს საოფისე დოკუმენტაციის ეფექტურ ელექტრონულ მართვას და საჭირო დოკუმენტებსა და დავალებებზე სწრაფ წვდომას, სისტემის საშუალებით მარტივად ხორციელდება დავალებების, მათზე რეაგირებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების მუდმივი მონიტორინგის პროცესი. „eDocument.ge“ გამოირჩევა შემდეგი შესაძლებლობებით: მარტივი და მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისი ; საკანცელარიო პროგრამების სტანდარტებთან თავსებადობა; სისტემებთან ; MS Office-თან ინეგრაცია; შაბლონების მართვა ; დოკუმენტების კატეგორიების მართვა კანცელარიის თანამშრომლების მიერ; დამოუკიდებელი ქვეკანცელარიის არსებობის შესაძლებლობა; დავალებების ეფექტური მართვა- მათი განაწილების შესაძლებლობა; შესრულების მიმდინარეობის კონტროლი; დავალებებზე ჯგუფური მუშაობის შესაძლებლობა; ელექტრონული დადასტურების და ხელმოწერის შესძლებლობა ; დოკუმენტის ვერსიების კონტროლი; ფაქსიმილია; დავალებებისა და დოკუმენტების ძებნის მოქნილი შესაძლებლობა; თანამდებობრივი ისტორია; დოკუმენტების არქივი; შემსრულებელთა სქემები შიდა ტიპის დოკუმენტებში ცირკულარული წერილების მომზადებისას აქემის გამოყენება რეზოლუციის დადებისას; ვიზაზე გაგზავნის სქემის გამოყენება; ინდივიდულური სქემა ყველა მომხმარებლისთვის ; შექმნილი და დამახსოვრებული სქემების შეზღუდული რაოდენობა; შეტყობინებები- მოვლენები და სიახლეები; დავალებების სია თითოეულ პუნქტში; ჩატვირთული დოკუმენტების რეესტრის მონაცემები; ძებნის მექანიზმი; შესრულებული დოკუმენტების კონტროლი; ,,პირადი ფილტრები“; ძებნა და კონტროლი.
3. მერიის ელექტრონულ საქმისწარმოებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახურ