1. მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონს „ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
2. მერიაში მომზადებული სამართლებრივი აქტები ვიზირებული უნდა იყოს პროექტის ავტორისა და იურიდიული სამსახურის მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტიაგრეთვე უნდა იყოს ვიზირებული მერიის იმ შესაბამისი განყოფილების და სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციათა სფეროსაც შეეხება ეს პროექტი.
3. კანონითა და დებულებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენ პროექტს, რომელიც მომზადებული იქნა მერიაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს მერი.
4. მერის დავალებით, მერიაში მომზადებული პროექტი უნდა იყოს ვიზირებული შესაბამისი კურატორი მერის მოადგილის მიერ.
5 მერის ბრძანებების რეგისტრაციას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების რეკვიზიტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 52-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს.
7. ბრძანებებზე თარიღი ფიქსირდება მათი გამოცემის დღის მიხედვით და აღინიშნება შემდეგი სრული სახით (მაგ.: „2017 წლის 12 ნოემბერი“).
8. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები და მერის ბრძანებები აღინუსხება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, უწყვეტი (ზრდადი) ნუმერაციითა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. მერის ბრძანების ნომერი შედგება ინდექსისგან („1“), დეფისისა და სამი ციფრისგან, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება – ინდექსისგან („2“), დეფისისა და სამი ციფრისგან. პირად საკითხებთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებების ნუმერაციის შემთხვევაში იწერება: შესაბამისი თანამდებობის პირის ინდექსი, ასობგერა („პ“), დეფისი და სამი ციფრი, გარდა სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებებისა. სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებით გამოცემული მერის ბრძანებების ნუმერაციის შემთხვევაში იწერება: შესაბამისი თანამდებობის პირის ინდექსი, ასობგერა („მ“), დეფისი და სამი ციფრი.
9. სამართლებრივი აქტების გაფორმების დეტალური წესი და პროცედურები განისაზღვრება კანონმდებლობითა და შესაბამისი სამსახურებრივი ინსტრუქციები