1. საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტისა და მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრების პირის სტატუსის მინიჭების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით.
2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.