1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი), არის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირი (პროფესიული საჯარო მოხელე), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს, სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" და მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია დელეგირებული უფლებამოსილებით აღჭურვილი მერის მოადგილის დამერის წინაშე;
ი) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველადი სრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე ან მისი არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელი.
3. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერ