1.  მერიის  ადმინისტრაციულ   ერთეულში   მერის   წარმომადგენელი   (შემდგომში –
წარმომადგენელი),    არის მერიის სახელშეკრულებო ურთიერთობებზე მყოფი საჯარო  მოსამსახურე,  რომელიც  თავის  უფლებამოსილებას  ახორციელებს  მუნიციპალიტეტის  შესაბამის ადმინისტრაციულ   ერთეულში,  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე  ნიშნავს  და  თანამდებობიდან   ათავისუფლებს მერი.

2. კომპეტენციის  ფარგლებში,  მერის წარმომადგენელისაქართველოს  კანონმდებლობით,  ამ დებულებით დადგენილი წესით   წარმართავს  მერიის  ადმინისტრაციული  ერთეულის საქმიანობას და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით:

ა) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის  გზების   შესახებ;  მათ  შორის,  წარუდგენს  ინფორმაციას  უნებართვო  მშენებლობასთან დაკავშირებით;   აგრეთვე   რეაგირებს   საერთო  სარგებლობის   საკითხებზე   სამეზობლო   დავებზე   მხარეთა მორიგების პირველადი  ღონისძიებების  გასატარებლად;

ბ) გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

დ) გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;

ვ) მერის შესაბამისი მითითების საფუძველზე, უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით  მოსახლეობის  შენიშვნებისა  და წინადადებების სისტემატიზაციას  და მერისთვის მათ მიწოდებას;

ზ) უზრუნველყოფს  მერის ინფორმირებულობას   ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ;

თ) საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მერიას, ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების   აღრიცხვის, კონტროლის, დაცვისა და  მიზნობრივ გამოყენებაში;

ი)  მერის   დავალებით,   დახმარებას   უწევს   სამხედრო  აღრიცხვის  და  გაწვევის  სამსახურს,  წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის ორგანიზაციულ-ტექნიკურ  საკითხებში;

კ) ახორციელებს საქართველოს  კანონმდებლობით,  მერიის დებულებითა და მერის ცალკეული დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

ლ)  დაინტერესებული    პირის   განცხადების   საფუძველზე   ადასტურებს   მის   სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, აგრეთვე ადგენს პირის ოკუპირებულ ტერიტორიის გამოყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრების ფაქტს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის მიერ გასაცემი ცნობის პროექტს;

მ) მერს წარუდგენს  წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის  ზონებად დაყოფის,  მათი საზღვრების  დადგენისა  და  შეცვლის,  დასახლებების,  ქუჩების,  მოედნების  სახელდებისა  და  ნუმერაციის შესახებ;

ნ) დაბადების რეგისტრაციის თაობაზე  მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის    ორგანოს   „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად;

ო) გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის   ორგანოს, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე, 72-ე  მუხლების შესაბამისად;

პ) „სახელმწიფო პროექტების ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.

3. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშ