1. მერიის საქმიანობას, მერიის ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, უძღვება მერი.
2. მერს ჰყავს სამი მოადგილე;
ა) მერის პირველი მოადგილე.
ბ) მერის მოადგილეები
3. მერი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერის მოადგილეებს.
4. მერის მოადგილეები საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
5. მერის მოადგილეები მერის მიერ სამუშაოთა განაწილებისა ან/და შესაბამისი სფეროს მიხედვით კურატორობენ მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობას.
6. მერის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, მერის მოვალეობას ასრულებს მერის პირველი მოადგილე.
7. მერი უფლებამოსილია მისი არყოფნის შემთხვევაში მერის უფლებამოსილების შესრულება დააკისროს ერთ-ერთ მოადგილეს.